ka | en
Company Slogan TODO

კლიმატის ცვლილების გავლენა შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე

ავტორი: გიორგი ხომასურიძე
საკვანძო სიტყვები: კლიმატის ცვლილება, შავი ზღვა, ბიომრავალფეროვნება
ანოტაცია:

შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება მეტად მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილების, უმთავრესად კი ზღვის ტემპერატურის ცვლილების მიმართ. დადგენილია შავი ზღვის ტემპერატურის ცვლილების გავლენა მის ბიომრავალფეროვნებაზე. ბოლო ათწლეულებში აღინიშნა შავი ზღვის წყლის ტემპერატურისა და ეგზოტიკური სახეობების შემოსვლის მატება. შავ ზღვაში ბევრი ეგზოტიკური სახეობა შემოდის ბალასტური წყლებით, გემების მიმოსვლის საშუალებით. შავი ზღვის მცირე სახეობათა მრავალფეროვნება, თუმცა ფართო საარსებო პირობები ხელსაყრელ პირობებს ქმნის ახლადშემოსული ეგზოტიკური სახეობებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ დაარღვიონ ეკოსისტემების სტაბილურობა, ფუნქციონირება და საფრთხე შეუქმნან ადგილობრივ სახეობებს. მათი განსახლების პროცესი დაჩქარებულია კლიმატის ცვლილებების შედეგად. ისეთი სახეობების შემოსვლა როგორებიცაა: Lagocefalus spadiceus, Lithognathus mormyrus, Serranus hepatus, Callinectes sapidus -ადასტურებს იმას, რომ შავ ზღვაში ნამდვილად შემოსულია თერმოფილური სახეობები, რაც შავი ზღვის დათბობისა და მედიტერანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელივანი ინდიკატორია.


მიმაგრებული ფაილები:

Effects of Climate Change on Black Sea Biodiversity [en]
კლიმატის ცვლილების გავლენა შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com