ავტორიზაცია
ნარკოტიკული საშუალებები
ავტორი: მაია გეგენავაანოტაცია:
ნარკომანია XX საუკუნის „შავი ჭირია“. სამწუხაროდ ამ სენმა საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს არა მარტო სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, არამედ ჩვენი საზოგადოების მხრიდანაც. ნარკოტიკული საშუალებების ძირითადი ჯგუფებია: ბუნებრივი ნარკოტიკული საშუალებები, ნახევრად სინთეზური ნარკოტიკული საშუალებები, სინთეზური ნარკოტიკული საშუალებები. ამრიგად, ნარკომანია ყოველთვის საზოგადოების და მისი ცალკეული წევრების უბედურების ფაქტორია. ნარკოტიკული და ნარკოტიკულ ნივთიერებათა შემცველი კომპონენტების ბოროტად გამოყენება ერთის მხრივ იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის მოსპობას, ხოლო მეორეს მხრივ განზრახ ისეთი სხვა დანაშაულებების ჩადენას ანგარებით, რომელიც მიმართულია ნარკოტიკების შესაძენად. ყოველივე ეს კი იწვევს ძალზე მძიმე სოციალურ და სამართლებრივ შედეგებს. ლიტერატურა: 1.Drugs of abuse. Balinger J.T. , Shugar G. J. Handbook 1990 2. International Symposium on the Forensic Aspects of controlled substances. 1988 3. Starke E. G. C. Isolation and Identification of drugs. The Pharmaceutical press 1999
მიმაგრებული ფაილები:
ნარკოტიკული საშუალებები [ka]Narcotic Substances [en]