ka | en
Company Slogan TODO

სიმინდის (Zea mays L.) ზოგიერთი მორფოლოგიური და ბიოქიმიური პარამეტრის შესწავლა წყლის დეფიციტის პირობებში

ავტორი: ეკატერინე პოპიაშვილი
საკვანძო სიტყვები: წყლის დეფიციტი, ტერაჰერცული ტექნოლოგია, ოსმორეგულაცია.
ანოტაცია:

წყლის სხვადასხვა დოზით დეფიციტის პირობებში სიმინდის (Zea mays L.) ნაზარდებში განსაზღვრულ იქნა ზოგიერთი მორფოლოგიური (ღეროს სიმაღლე, ღეროს დიამეტრი, ფოთლების რაოდენობა) და ბიოქიმიური (პროლინისა და საერთო ცილების შემცველობა) პარამეტრი. მცენარეში წყლის შემცველობის მონიტორინგისათვის ვიყენებდით ტერაჰერცული ტექნოლოგიას, რომელიც წარმოადგენს უახლეს, თანამედროვე მიდგომას მცენარეთა ფიზიოლოგიაში. აღნიშნული ტექნოლოგიით წყლის შემცველობის მონიტორინგმა აჩვენა, რომ სიმინდის ნაზარდებისათვის საკმარისი იყო როგორც სრული (73%), ისე შემცირებული (59%) ირიგაციის რეჟიმი; წყლის დეფიციტი მცენარეში ირიგაციის მხოლოდ მინიმალურმა (49 %) რეჟიმმა გამოიწვია. წყლის დეფიციტი უარყოფით გავლენას ახდენდა მორფოლოგიურ პარამეტრებზე; ამავე დროს, პროლინისა და საერთო ცილების გაძლიერებული აკუმულაცია წარმოადგენდა მცენარის საპასუხო დამცველობით რეაქციას წყლის დეფიციტით გამოწვეული სტრესის მიმართ.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com