ავტორიზაცია
თერმოდრეკადი პიეზოელექტრული სხეულებისათვის სამგანზომილებიანი საწყის-სასაზღვრო ამოცანის გამოკვლევის შესახებ
ავტორი: გია ავალიშვილითანაავტორები: მარიამ ავალიშვილი
საკვანძო სიტყვები: თერმოდრეკადი პიეზოელექტრული სხეულები, საწყის-სასაზღვრო ამოცანები, ამონახსნის არსებობა და ერთადერთობა, ვარიაციული მეთოდები
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია მაგნიტური ველის გათვალისწინებით თერმოდრეკადი პიეზოელექტრული სხეულების სამგანზომილებიანი წრფივი დინამიკური მოდელი. შესწავლილია ზოგადი არაერთგვაროვანი ანიზოტროპული მასალისაგან შემდგარი დრეკადი სხეულის სამგანზომილებიანი დინამიკური მოდელის შესაბამისი საწყის-სასაზღვრო ამოცანა შერეული სასაზღვრო პირობებით, როდესაც საზღვრის გარკვეულ ნაწილებზე მოცემულია გადაადგილების ვექტორის, ელექტრული და მაგნიტური პოტენციალების, და ტემპერატურის მნიშვნელობები, ხოლო საზღვრის დანარჩენ ნაწილებზე მოცემულია ზედაპირული ძალის სიმკვრივე, და საზღვრის გარე ნორმალის გასწვრივ ელექტრული გადაადგილების, მაგნიტური ინდუქციის და სითბოს ნაკადის ვექტორების მდგენელები. სამგანზომილებიანი ამოცანის დიფერენციალურ ფორმულირებაზე დაყრდნობით მიღებულია შესაბამისი ვარიაციული ფორმულირება სათანადო სობოლევის სივრცეებში მნიშვნელობების მქონე ვექტორული განაწილებების სივრცეებში. ვარიაციულ ფორმულირებაზე დაყრდნობით ფაედო-გალიორკინის მეთოდის, სათანადო აპრიორული შეფასებების და კომპაქტურობის თვისებების გამოყენებით დამტკიცებულია ამონახსნის არსებობა, ერთადერთობა და უწყვეტად დამოკიდებულება მონაცემებზე.
მიმაგრებული ფაილები:
On investigation of three-dimensional initial-boundary value problem for thermoelastic piezoelectric bodies [en]თერმოდრეკადი პიეზოელექტრული სხეულებისათვის სამგანზომილებიანი საწყის-სასაზღვრო ამოცანის გამოკვლევის შესახებ [ka]