ka | en
Company Slogan TODO

ქართული ფორთოხლის კანიდან ფლავონოიდური ექსტრაქტის მიღება და მისი ზოგიერთი თვისების შესწავლა

ავტორი: ნიკა ათანელოვი
თანაავტორები: ნანა კოშორიძე, გიორგი ბურჯანაძე, გიორგი კუპრავა, ნინო არუთინაშვილი
საკვანძო სიტყვები: ფლავონოიდები, ფსიქო-ემოციური სტრესი, ანტიოქსიდანტური სისტემა, ენერგეტიკული მეტაბოლიზმი
ანოტაცია:

ადგილობრივი საადრეო ჯიშის ქართული ფორთოხლის კანიდან (Citrus sinensis (L.) Osbeck ,,Seike Navel”, ფორმა N26) გამოყოფილია ფლავინოიდური თვისების მქონე პოლიფენოლური ნაერთების შემცვლელი ექსტრაქტი (GOF). ექსტრაქტის გამოყოფისათვის გამოყენებული იქნა რამდენიმე საფეხურიანი პროცესურა, რომელიც გულისხმობს წყალში ხსნადი ფრაქციის მიღებას. შესწავლილია GOF-ის ზოგიერთი ეფექტი ფსიქო-ემოციური სტრესის შედეგად შეცვლილ უჯრედულ მეტაბოლიზმზე გულის კუნთის უჯრედებში. ნაჩვენები იქნა, რომ სტრესის პარალელურად GOF-ის შეყვანა ორგანიზმში აუმჯობესებს გულის კუნთის უჯრედების ფუნქციურ მდგომარეობას, რაც გულისხმობს სტრესის პირობებში დაქვეითებული ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობის მატებას, ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროცესის ნორმალიზირებას და ასევე Ca2+-ის იონებისა და NO-ს რაოდენობის კორექციას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com