ავტორიზაცია
ბიოსისტემებში ორგანულ მჟავათა წარმოქმნის ზოგიერთი ასპექტი
ავტორი: რამაზ გახოკიძესაკვანძო სიტყვები: ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, შიგამოლეკულური გადაჯგუფება
ანოტაცია:
ორგანული მჟავები წამყვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლაში კარბონმჟავათა აღდგენა ფოტოსინთეზში და ნახშირწყლების დაჟანგვა სუნთქვის პროცესებში მიმდინარეობს ორგანულ მჟავათა მონაწილეობით. მიჩნეულია, რომ ორგანულ მჟავათა წარმოქმნა და გარდაქმნა სუნთქვის პროცესების დროს ხორციელდება ორი ქიმიური გზით გლიკოლიზის და პენტოზფოსფატური გზით. ჩვენ მიერ მოწოდებულია ცოცხალ ორგანიზმებში ორგანულ მჟავათა წარმოქმნის ალტერნატიული გზა ნახშირწყლების შიგამოლეკულური გადაჯგუფების საფუძველზე. გლუკოზის შიგამოლეკულური გადაჯგუფების საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება ორგანული მჟავების წარმოქმნის შესახებ, რომელიც გულისხმობს შუალედური პროდუქტების: 2-დეზოქსიგლუკურონის მჟავას, 3,4-დიჰიდროქსიადიპინის მჟავას, 3,4-დიკეტოადიპინის მჟავას წარმოქმნას და 3,4-დიკეტოადიპინის მჟავასგან ბენზილური ტიპის გადაჯგუფებით ლიმონმჟავას მიღებას. In vivo ანალოგიური პროცესების დასადგენად ჩატარებულ იქნა ექსპერიმენტები ერთუჯრედიან ორგანიზმებზე, კერძოდ, Saccharomyces cerevisiae-ის ინტაქტურ უჯრედებზე.