ავტორიზაცია
კვანტური ნაწილაკები შავი ხვრელის ჰორიზონტთან
ავტორი: მერაბი გოგბერაშვილისაკვანძო სიტყვები: შავი ხვრელი, ლინზირება
ანოტაცია:
ითვლება, რომ კვანტურ ნაწილაკებს თავისუფლად შეუძლიათ გადაკვეთონ შავი ხვრელის ჰორიზონტი. ეს დასკვნა ემყარება დაშვებას, რომ სპეციალური სინგულარული გარდაქმნებით შესაძლებელია გეოდეზიურ განტოლებებში განშლადობების მოხსნა. მაშინ როცა ასეთი სინგულარული გარდაქმნები დასაშვებია კლასიკური გეოდეზიური განტოლებების შემთხვევაში, რომლებიც შეიცავენ ნაწილაკების ტალღური ფუნქციის პირველ წარმოებულებს, მათ მივყავართ დელტა ფუნქციების გაჩენამდე კვანტური ნაწილაკების განტოლებების შემთხვევაში. კვანტური ნაწილაკების განტოლებებისთვის, შავი ხვრელის ჰორიზონტზე ფიზიკური სასაზღვრო პირობების გამოყენებით, ჩვენ ვიპოვეთ რეალურ დროზე ექსპონენციალურად დამოკიდებული (არა ჰარმონიული) ამონახსნები. ეს ნიშნავს, რომ კვანტური ნაწილაკების შესაძლოა ვერ აღწევენ შვარცშილდის სფეროს შიგნით, არამედ შთაინთქმებიან და ნაწილი აირეკლება მის მიერ, რამაც შესაძლოა ახსნას შავ ხვრელებთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები.
მიმაგრებული ფაილები:
მოხსენება [ka]Quantum Particles at a Black Hole Horizon [en]
კვანტური ნაწილაკები შავი ხვრელის ჰორიზონტთან [ka]