ka | en
ავტორიზაცია
გენომის ზოგიერთი ეპიგენეტიკური პარამეტრის ცვალებადობა მემკვიდრული წინასწარგანწყობის დაავადებების დროს
ავტორი: თინათინ ჯოხაძეთანაავტორები: თამარ ბუაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი
საკვანძო სიტყვები: გენომი, ეპიგენეტიკური პარამეტრები, პეპტიდური ბიორეგულატორები
ანოტაცია:
გამოკვლეულ იქნა კოლორექტალური სიმსივნით, ძუძუს სადინრის კიბოთი და ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულთა გენომის მოდიფიკაციის ხასიათი შემდეგი ეპიგენეტიკური მაჩვენებლების ცვალებადობის მიხედვით: ქრომოსომული აბერაციები, ფრაგილური საიტები და ქრომატიდთაშორისი გაცვლები. კვლევები ტარდებოდა ლიმფოციტარული კულტურების მოდელური სისტემის გამოყენებით. მაკორეგირებელი აგენტების სახით გამოყენებული იყო პეპტიდური ბიორეგულატორები - ლივაგენი და ეპიტალონი, და ლივაგენ-კობალტის კომბინაცია. ნაჩვენებია, რომ სამივე პათოლოგიის შემთხვევაში ადგილი აქვს გენომის შესწავლილი პარამეტრების ცვალებადობას, რაც სპეციფიკურ ხასიათს ატარებს და ექვემდებარება კორექციას გამოყენებული მაკორეგირებელი აგენტების ზემოქმედებით.
მიმაგრებული ფაილები:
გენომის პარამეტრები [en]გენომის პარამეტრები [ka]