ავტორიზაცია
თირეოიდული ჰორმონები და ლიპიდური სპექტრის ცვლილება ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებით დაავადებული პაციენტების სისხლში
ავტორი: ნანული კოტრიკაძეთანაავტორები: ლ. რამიშვილი, მ. ალიბეგაშვილი, თ.სამუშია
ანოტაცია:
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ფართოდ გავრცელებულ დაავადებათა ჯგუფს წარმოადგენს ენდოკრინულ დარღვევათა შორის. ცნობილია, რომ თირეოიდული ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ლიპიდების მეტაბოლიზმში. ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე პაციენტებში ერთ-ერთ ძირითად დამახასიათებელ ნიშანს სწორედ ლიპიდური სპექტრის ცვლილება წარმოადგენს. დღემდე არსებული კვლევების მიხედვით თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH) ლიპიდურ სპექტრის ცვლილებაზე გავლენას ახდენდა მხოლოდ თირეოიდული ჰორმონების საშუალებით, თუმცა უახლესი კვლევები მიუთითებს, რომ TSH ჰორმონს გააჩნია ასევე პირდაპირ ზეგავლენა ლიპიდური ცვლის მნიშვნელოვან კომპონენტებზე (მაგ: ტრიგლიცერიდებზე). კვლევის მიზანს წარმოადგენს თიროიდულ ჰორმონებს (T3, T4), თიროიდ-მასტიმულირებელ ჰორმონსა (TSH) და ლიპიდური სპექტრის (ტრიგლიცერიდები, ქოლესტეროლის საერთო რაოდენობა, მაღალი და დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლი) ცვლილებას შორის არსებული ურთიერთკავშირების გამოვლენა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებით დაავადებული პაციენტების სისხლში.