ka | en
Company Slogan TODO

ოპტიკური სოლიტონების გავრცელება და ურთიერთქმედება არაერთგვაროვან და არასტაციონარულ გარემოში

ავტორი: ოლეგ ხარშილაძე
თანაავტორები: ხ. ჩარგაზია, ჯ. როგავა, ვ. ბელაშოვი, გ. ზიმბარდო
საკვანძო სიტყვები: ოპტიკური სოლიტონი, შრედინგერის არაწრფივი განტოლება
ანოტაცია:

სოლიტონების არაწრფივი დინამიკა განსაკუთრებით საინტერესოა მათი ურთიერთქმედების თვალსაზრისით. ანალიზურად მიღებული სოლიტონები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან დრეკადი სახით. საინტერესოა არადრეკადი ურთიერთქმედებების შესაძლებლობის გამოკვლევა. ეს ამოცანა შეესაბამება სოლიტონების მართვის პრობლემას, რომელიც აქტუალურია ოპტიკურ გავშირგაბმულობაში. ამ თვალსაზრისით აუცილებელია დისპერსიული და არაწრფივობის არაერთგვაროვნებების, გარემოს პარამეტრების არასტაციონალურობის გავლენის შესწავლა სოლიტონების გავრცელებაზე. ამოცანა დაიყვანება სინათლის ველის ამპლიტუდისთვის შრედინგერის არაწრფივ განტოლებაზე სივრცულ კოორდინატზე და დროზე დამოკიდებული კოეფიციენტებით.


მიმაგრებული ფაილები:

Optical soliton propagation and interaction in inhomogeneous nonstationary media [en]
ოპტიკური სოლიტონების გავრცელება და ურთიერთქმედება არაერთგვაროვან და არასტაციონარულ გარემოში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com