ka | en
Company Slogan TODO

ზემაღალი ვაკუუმის მიღება და მისი გამოყენება მყარი ტანის ზედაპირის კვლევებში

ავტორი: გიორგი თაყაძე
თანაავტორები: დავით ქუფარაშვილი, ოთარ თაბორიძე, ნუგზარ მოსულიშვილი, ნინო ცისკარიშვილი
საკვანძო სიტყვები: ზემაღალი ვაკუუმი, ანალიზატორი, დუოპლაზმატრონი
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია ატომური ფიზიკის ლაბორატორიაში რეაბილიტირებული მყარი ტანის ზედაპირის კვლევისთვის განკუთვნილი მეორადი იონების მასს-სპექტრომეტრული დანადგარი. კვლევისთვის აუცილებელი, ზემაღალი ვაკუუმის უზრუნველყოფისთვის ჩვენს მიერ გამოყენებულია ხუთი სხვადასხვა მუშაობის პრინციპზე დაფუძნებული ტუმბო: წინასწარი გაიშვიათების (ე.წ. ფორ ტუმბო), დიფუზიური, ცეოლიტური, მაგნიტური განმუხტვისა და სუმბლიმაციური ტუმბოები და შედეგად მიღებულია 8.10-10 ტორი წნევა. მოხსენებაში ყურადღება გამახვილებული იქნება ბოლო სამი ტუმბოს მუშაობის პრინციპზე და დანადგარის კვლევით შესაძლებლობებზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com