ka | en
Company Slogan TODO

ფუნქციონალური ენების იმპერატიული ბირთვი

ავტორი: ნათელა არჩვაძე
საკვანძო სიტყვები: წმინდა ფუნქციები, მონადები, ზარმაცი გამოთვლები, გამოთვლითი სამუშაო პროცესები
ანოტაცია:

ფუნქციონალურ ენებში განისაზღვრება წმინდა ფუნქციები (ინგლ. Pure Functions) (დეტერმინირებული და გვერდითი ეფექტების გარეშე), რომლებიც იღებს თავის შესასვლელზე არგუმენტებს და გამოსასვლელზე გამოაქვს შედეგი. მაგრამ მრავალი პროგრამა მოითხოვს თანამდევ, გვერდით ეფექტს (ინგლ. side effect) (ესე იგი გამომთვლელი გარემოს მდგომარეობის შეცვლას), რაც, ბუნებრივია, წინააღმდეგობაში მოდის სიწმინდის პრინციპთან. ასეთი გვერდითი ეფექტის როლში შეიძლება გამოდიოდეს, მაგალითად, ფაილიდან მონაცემების წაკითხვა, მომხმარებელთან ურთიერთობა ან შენახული მნიშვნელობის ცვლილება. ფუნქციების სიწმინდის დაუზიანებლად გვერდითი ეფექტების დამუშავების მიზნით ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება იყოს რეალიზებული GHC (The Glasgow Haskell Compiler) ინტერპრეტატორსა და Microsoft Visual Studio-ში. კერძოდ, განვიხილავთ ერთიან სტრუქტურას, რომელიც დაფუძნებულია მათემატიკურ ცნება მონადაზე (პროგრამირების ენა Haskell-ისთვის) და გამოთვლით სამუშაო პროცესებს (Computational Workflows) ენა F#-ისთვის.


მიმაგრებული ფაილები:

Imperative Core in Functional Languages [en]
ფუნქციონალური ენების იმპერატიული ბირთვი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com