ka | en
Company Slogan TODO

ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფა ცელულოზას ქლორმეთილ- ჩანაცვლებული ტრისფენილკარბამატებით მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: ნათია შაშვიაშვილი
თანაავტორები: მარი-ლუიზა კონჯარია
საკვანძო სიტყვები: chiral selector, chiral sulfoxide, mobile phase
ანოტაცია:

ჩვენ შევისწავლეთ ახლად სინთეზირებული ქირალური სულფოქსიდების დაყოფა ცელულოზას ტრისფენილკარბამატების გამოყენებით მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში. ქირალური სულფოქსიდების და სელექტორების სტრუქტურის სისტემატური ცვლილებით ის ნივთიერებები და სვეტები გამოიყო რომლებიც ხასიათდებიან მაღალი სელექტიურობითა და დაყოფის მაღალი ფაქტორით. ამ პრეზენტაციაში წარმოდგენილია მხოლოდ ქლორ-მეთილ- ჩანაცვლებული ქირალური სელექტორები და მათი ცვლილებით გამოვლენილი კანონზომიერებები. ჩვენს ექსპერიმენტში გამოვიყენეთ მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფი. საანალიზო ნივთიერებები: 2-(ბენზილსულფინილ)ბენზამიდი და მისი ბრომ- და მეთილ-ჩანაცვლებული ნაწარმები. ქირალური სელექტორები: ცელულოზა-2 და ცელულოზა-4 მოძრავ ფაზები: მეთანოლი, ეთანოლი, იზოპროპანოლი, ჰექსანი და ჰექსან-იზოპროპანოლოის ნარევი სხვადასხვა თანაფარდობით. ქირალური სელექტორის, სულფოქსიდების და მოძრავი ფაზის ცვლილებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ენანტიოსელექტივობაზე. ცელულოზა-4-მა მოგვცა საუკეთესო შედეგები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com