ka | en
Company Slogan TODO

ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიმღებ სისტემებში ექსპერტების კონსენსუსის და სიახლოვის ხარისხის დადგენა

ავტორი: ჯულიეტა გაგლოშვილი
საკვანძო სიტყვები: ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიმღები სისტემა, ოპერატორი LOWA, ექსპერტების კონსენსუსი, ექსპერტების სიახლოვის ხარისხი.
ანოტაცია:

ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიმღებ სისტემებში, რაც ზოგადად გულისხმობს ექსპერტთა ჯგუფის მიერ ალტერნატივებიდან საუკეთესოს ამორჩევას, გარდაუვალია სულ მცირე ორი პროცესის განხორციელება: პირველი - ექსპერტების კონსენსუსის (შეთანხმების) დადგენა, მათი სიახლოვის ხარისხის გაზომვით და მეორე გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რაც გულისხმობს მოცემული ალტერნატივებიდან განისაზღვროს საუკეთესო. ამასთან ექსპერტების კონსენსუსის დადგენის პროცესი, აუცილებლად წინმსწრები უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესისა. მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტების საბოლოო გადაწყვეტილება საუკეთესოს ამორჩევის შესახებ მიღებული იყოს მათი შეთანხმების პირობებში. ექსპერტთა კონსენსუსის დადგენა, როგორც წესი ხდება იქამდე ვიდრე ექსპერტების მონაწილეობით სისტემა გადაწყვეტილების მიღების პროცესს დაიწყებს.


მიმაგრებული ფაილები:

Determination of Experts' Consensus and Consensus Degree in Group Decision- Making Systems [en]
ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიმღებ სისტემებში ექსპერტების კონსენსუსის და სიახლოვის ხარისხის დადგენა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com