ავტორიზაცია
ანტიმიკრობული ჰიბრიდული მასალები ნანო და სუბმიკრო ბიოაქტიური ოქსიდების და მეტალების ბაზაზე
ავტორი: ნოდარ ლეკიშვილითანაავტორები: ხათუნა ბარბაქაძე, გიორგი ლეკიშვილი, ბადრი არზიანი
საკვანძო სიტყვები: ჰიბრიდული კომპოზიტები, ტრიბოლოგიური თვისებები, ზედაპირის მორფოლოგია
ანოტაცია:
მიზნობრივი ანტიმიკრობული ჰიბრიდული მასალებისთვის საწყის პოლიმერულ მატრიცად შერჩეულ იქნა 4,4-დიმეთილმეთანდიიზოციანატის ოლიგო-ბუტილენგლიკოლადიპინატთან ეკვიმოლური თანაფარდობით მიღებული პოლი-ურეთანი მისი ფიზიკური, ადჰეზიური და სავარაუდო ტრიბოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებით. შერჩეული პოლიურეთანის მოდიფიკაციისთვის გამოყენებულ იქნა სილი-ციუმის ატომებთან ფუნქციური ჯგუფების (ამინო- და ჰიდროქსიჯგუფები) შემცველი ოლიგოორგანოსილოქსანები, კერძოდ: ა) პოლი[დიმეთილსილოქსანი-co-(3-ამინოპროპილ)მეთილ]სილოქსანი: ბ) ბის-(ჰიდროქსიალკილ)ოლიგოდიმეთილსილოქსანი: ზემოაღნიშნული მოდიფიცირებული პოლიმერის და ბიოაქტიური კომპონენტების (ნანო და სუბმიკრო Sb2O3, As2O3 ZnO და Ag) ბაზაზე შემუშავებულ იქნა არაორგანულ-ორგანული ანტიმიკრობული ჰიბრიდული კომპოზიტები. შესწავლილ იქნა მიღებული ანტიმიკრობული არაორგანულ-ორგანული ჰიბრიდული მასალების თერმოფიზიკური (DSC, TGA ანალიზი), ტრიბოლოგიური (კაწვრადობა, დინამიური ხახუნისა და ცვეთადობისადმი მდგრადობა) და ჰიდროფობური თვისებები, აგრეთვე ზედაპირის მორფოლოგია.
მიმაგრებული ფაილები:
ANTIMICROBIAL HYBRID MATERIALS BASED ON NANO AND SUBMICRO BIOACTIVE OXIDES AND METALS [en]ანტიმიკრობული ჰიბრიდული მასალები ნანო და სუბმიკრო ბიოაქტიური ოქსიდების და მეტალების ბაზაზე [ka]