ka | en
Company Slogan TODO

დარიშხან-ოქრო, დარიშხან-ვერცხლის ანტიბაქტერიული ნანონაწილაკები

ავტორი: Marina Gakhutishvili
თანაავტორები: Jarosław Grobelny, Grzegorz Celichowski , Emilia Tomaszewska, Ewelina Mackiewicz
ანოტაცია:

დიდი რაოდენობით დარიშხანი რეალგარ-აურიპიგმენტური და არსენოპირიტული მადნების სახით მოიპოვება საქართველოში. დარიშხანშემცველი მადნები, ისევე როგორც მათი პირომეტალურგიული ნარჩენები დომინანტ ელემენტთან ერთად ოქროს და ვერცხლსაც შეიცავს. ოქროსა და ვერცხლის ანტიბაქტერიულ თვისებებს საუკუნეების მანძილზე იყენებს მსოფლიო. წინა შრომებში შევისწავლეთ დარიშხანი(III) ოქსიდით მოდიფიცირებული პოლივინილქლორიდის ანტიბაქტერიული მოქმედება. ამჯერად მოვახდინეთ ოქროს და ვერცხლის ნანონაწილაკების სტაბილიზაცია დარიშხანის სულფიდური ფორმებით, ახალი ანტიბაქტერიული ნანონაწილაკების დარიშხან-ოქრო, დარიშხან-ვერცხლის მიღების მიზნით.


მიმაგრებული ფაილები:

დარიშხან-ოქრო, დარიშხან-ვერცხლის ანტიბაქტერიული ნანონაწილაკები [ka]
Arsenic(As)–Silver(Ag), Arsenic(As)-Gold(Au) Antibacterial Nanoparticles [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com