ka | en
Company Slogan TODO

მესხეთ- ჯავახეთის ჰიფსომეტრული ზონალობის ტიპები და მცენარეულობის შედარებითი ანალიზი (მცირე კავკასიონი)

ავტორი: შამილ შეთეკაური
საკვანძო სიტყვები: მესხეთ-ჯავახეთი, ჰიფსომეტრული ზონალობა, მცენარეულობა, მცირე კავკასიონი
ანოტაცია:

გამოკვლეული ტერიტორიის ოროგრაფიული ერთეულები განსხვავებული ჰოფსომეტრული სიმაღლეებით ხასიათდება, რის გამოც შესაძლებელია რამოდენიმე ვერტიკალური სარტყლის ვარიანტის გამოყოფა: 1. მესხეთის ქვაბულის 2. ერუშეთის ზეგნის 3. ჯავახეთის ზეგნის. მესხეთისაგან განსხვავებულია ჯავახეთის ზეგანი, სადაც სტეპების, სუბალპურ და ალპურ სარტყლებთან ერთად გამოხატულია სუბნივალური მცენარეულობის სარტყელი (აბულ-სამსარის ქედი). მთის სტეპების სარტყელში დომინანტურია მარცვლოვან-ნაირბალახოვანი სტეპები (Festuca spp., Stipa spp.,). სუბალპურ და ალპურ სარტყელში ტიპოლოგიურად მრავალფეროვანი მდელოებია წარმოდგენილი (მარცვლოვან-ნაირბალახოვანი, ჭრელშვრიელიანი, ძიგვიანი, სამყურიანი, ვაციწვერიანი, ნარიანი, შხამიანი და სხვ.). ჭრელწივანიან მდელოებში ალპური სარტყლის ზედა ზღვრამდე ჩასახლებულია Aetheopappus pulcherimmus-ი. ამავე სარტყლებში შემორჩენილია მეოთხეული პერიოდის რელიქტური ტყე -ბუჩქნარების (არყი, ცირცელი, მდგნალი, დეკა) ერთეული ცენოზები, რომელთა გავრცელების ზედა საზღვრები საგრძნობლად ზემოთაა გადაწეული სამსარის მასივში. სუბნივალურ სარტყლის მცენარეულობას ქმნიან ე.წ. ულტრაორეოფიტები- კლდე-ნაშალ- ღორღიანების ფლორა ( Cerastium pseudokasbek, Erysimum krinitzkii, Eunomia rotundifolia, Corydalis emanuelii, Androsace raddeana, Alopecurus dasyanthus).



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com