ავტორიზაცია
ქართული ფორთოხლის კანიდან გამოყოფილი ფლავინოიდური ექსტრატის ზოგიერთი თვისების შესწავლა
ავტორი: ნანა კოშორიძეთანაავტორები: ნანა კოშორიძე, გიორგი ბურჯანაძე, ნიკა ათანელოვი, გიორგი კუპრავა, ნინო არუთინაშვილი
საკვანძო სიტყვები: ფლავინოიდები, ფსიქო–ემოციური სტრესი, ანტიოქსიდანტური სისტემა
ანოტაცია:
ადგილობრივი საადრეო ჯიშის ქართული ფორთოხლის კანიდან გამოყოფილია ფლავინოიდური თვისების მქონე პოლიფენოლური ნაერთების შემცველი ექსტრაქტი (GOF). შესწავლილია GOF-ის გავლენა ფსიქო-ემოციური სტრესის პირობებში დაქვეითებული გულის კუნთის უჯრედებისა და სისხლის ანტიოქსიდანტურ სისტემის მდგომარეობაზე. ნაჩვენები იქნა, რომ სტრესის პარალელურად GOF-ის შეყვანა ორგანიზმში აუმჯობესებს როგორც გულის კუნთის უჯრედების, ასევე სისხლის ფუნქციურ მდგომარეობას, რაც გულისხმობს სტრესის პირობებში დაქვეითებული ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობის მატებას, ასევე ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროცესის ნორმალიზირებას და Ca2+-ის იონისა და NO-ს რაოდენობის კორექციას. მიღებული შედეგები შედარებული იქნა ასევე ციტრუსებიდან გამოყოფილი ისეთი ფლავინოიდის ეფექტებს, როგორიცაა ნობილეტინი. ნაჩვენები იქნა, რომ სტრესის პირობებში GOF-ის შეყვანით გამოწვეული ანტიოქსიდანტური სისტემის ცვლილებები ნობილეტინის ეფექტების ანალოგიურია. ამავე დროს ნანახია, რომ GOF-ის გამოყენება ასევე აძლიერებს ხანგრძლივი ფსიქო-ემოციური სტესის პირობებში დაქვეითებულ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტებს. კერძოდ ნანახია, რომ ფლავინოიდური ექსტრაქტის გამოყენებით ძლიერდება ისეთი ფერმენტების აქტივობა, როგორიცაა სუცინატდეჰიდროგენაზა და კრეატინკინაზა. ანალოგიური ეფექტები აღინიშნება ასევე კომერციული ნობილეტინის გამოყენებისას.