ავტორიზაცია
კახეთის ქედის სამხრეთ ნაწილის ზედაცარცული ნალექების სედიმენტოლოგიურ-იქნოლოგიური კვლევის წინასწარი შედეგები
ავტორი: ზურაბ ლებანიძეთანაავტორები: ანზორ გიორგაძე, თამარ ბერიძე, რუსუდან ჩაგელიშვილი
საკვანძო სიტყვები: ზედაცარცული, რკალსუკანა აუზი, ნამარხი ნაკვალევები, იქნოფაციესი
ანოტაცია:
საკვლევი ტერიტორია მდებარეობს კავკასიონის სამხრული ფერდის ნაოჭა ზონის ჟინვალი-გომბორის სტრუქტურულ-მორფოლოგიური ერთეულის ჩრდილო ნაწილში. კახეთის ქედის ზედაცარცულ ნალექებში ჩვენს მიერ წინასწარი განსაზღვრით დადგენილი იქნოკომპლექსი: Belorhaphe zickzack (Heer), Cosmorhaphe isp., Chondrites intricatus (Brongniart), Ch. targionii (Brongniart), Halopoa imbricata Torell, Helminthopsis isp., Lorenzinia isp., Ophiomorpha annulata (Ksiᶏżkiewicz), Oph. rudis (Ksiᶏżkiewicz), Paleodictyon strozzii Meneghini in Savi & Meneghini, Planolites isp, Thalasinoides isp., Trichichnus linearis Frey - ღრმა ზღვის Nereites-ის იქნოფაციესზე მიუთითებს. სანტონ-მაასტრიხტულის ფაციესების და პალეოგეოგრაფიის რუკის (ცაგარელი, 1954, ნახ. 33) მიხედვით ჟინვალი-გომბორის სტრუქტურულ-მორფოლოგიური ერთეულის ჩრდილო ნაწილი წარმოადგენდა ტურბიდიტური ნალექდაგროვების ღრმაწყლიან აუზს, რაც იქნოკომპლექსის შემადგენლობის ანალიზითაც დასტურდება.
მიმაგრებული ფაილები:
Sedimentological-Ichnological Studies of Upper Cretaceous Sediments of Southern Part of the Kakheti Ridge: Preliminary Results [en]კახეთის ქედის სამხრეთ ნაწილის ზედაცარცული ნალექების სედიმენტოლოგიურ-იქნოლოგიური კვლევის წინასწარი შედეგები [ka]