ka | en
ავტორიზაცია
ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის გამოყენება ბიოსამედიცინო კვლევებში
ავტორი: ედუარდ ჩიკვაიძეთანაავტორები: მაია ტოპეშაშვილი
საკვანძო სიტყვები: ეპრ, თავისუფალი რადიკალები, სპინ ხაფანგები, ბიოლოგია, მედიცინა
ანოტაცია:
ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსი (ეპრ)წარმოადგენს ერთ–ერთ წარმატებულ მეთოდს ბიოსამედიცინო კვლევების დროს. მისი საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ აღმოვაჩინოთ უაღრესად აქტიური თავისუფალი რადიკალები საკვლევ ობიექტში,არამედ განვსაზღვროთ მათი ქიმიური ბუნება,აქტივობა და როლი სხვადასხვა პათოლოგიური პრიცესებისგანვითარების დროს. ამჟამად ცნობილია 60–მდე სხვადასხვა დაავადება,რომელთა განვითარებაში თავისუფალი რადიკალების მონაწილეობა დადასტურებულია. თავისუფალი რადიკალების კვლევა ოთახის ტემპერატურაზე შესაძლებელია მხოლოდ ე.წ.სპინ ხაფანგების გამოყენებით.ნაშრომში განხილულია ეპრ მეთოდით, სპინ ხაფანგების გამოყენებით ბიოსამედიცინო გამოკვლევების რამოდენიმე მაგალითი.