ka | en
Company Slogan TODO

ზოგიერთი ახალი ქირალური სულფოქსიდის ენანტიომერების დაყოფა ზემაღალი ეფექტურობის სითხურ ქრომატოგრაფიაში მთლიანად ფოროვანი და ზედაპირულად ფოროვანი ტიპის ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით

ავტორი: სალომე ფანცულაია
თანაავტორები: ნანა ხუნდაძე, რუსუდან კაკავა
საკვანძო სიტყვები: სულფოქსიდები, სწრაფი დაყოფები, ზედაპირულად ფოროვანი, სრულად ფოროვანი, მოკლე სვეტები
ანოტაცია:

სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა ახალი ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფა პოლისაქარიდების ბაზაზე მომზადებული ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით. უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო და უფრო დიდი ყურადღება მიიქცია ქირალური გოგირდის ატომის შემცველმა ნაერთებმა, ქირალურმასულფოქსიდებმა. ქირალური სულფოქსიდები სულ უფრო და უფრო ფართოდ გამოიყენება როგორც მედიცინაში, ასევე აგროქიმიაში. ჩვენი ექსპერიმენტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფა რაც შეიძლება მოკლე დროში ქრომატოგრაფიული დაყოფის მაღალი ეფექტურობის შენარჩუნებით. ჩვენ ექსპერიმენტის მსვლელობისას გამოვიყენეთ რამდენიმე სრულიად ახალი ტიპის ქირალური სვეტი და მივაღწიეთ ახალი ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების მაღალეფექტურ ფუძისეულ დაყოფებს 1 წუთზე უფრო მოკლე დროში.


მიმაგრებული ფაილები:

ზოგიერთი ახალი ქირალური სულფოქსიდის ენანტიომერების დაყოფა ზემაღალი ეფექტურობის სითხურ ქრომატოგრაფიაში მთლიანად ფოროვანი და ზედაპირულად ფოროვანი ტიპის ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com