ka | en
ავტორიზაცია
ინსტრუმენტული გამაძლიერებლების კვლევა და გამოყენება ზედაბალხმაურიან ელექტრონულ გამზომ სამეცნიერო ხელსაწყოებში
ავტორი: მარიამ ორაგველიძესაკვანძო სიტყვები: ინსტრუმენტული გამაძლიერებელი, ზედაბალხმაურიანი ოპერაციული გამაძლიერებელი
ანოტაცია:
ელექტრონული ინტეგრალური კომპონენტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიამ მიაღწია თავის ზღვარს ზედაბალხმაურიანი ოპერაციული გამაძლიერებლების წარმოებით. ამავდროულად, ინტეგრალური ინსტრუმენტული გამაძლიერებლების მახასიათებლები რჩება დაბალხმაურიანი ოპერაციული გამაძლიერებლის დონეზე და თითქმის ერთი რიგით ჩამოურჩება მიღწეულ ზღვარს. განხილულია ზედაბალხმაურიანი ინსტრუმენტული გამაძლიერებლის შექმნის და კვლევის ამოცანა, მისი გამოყენების რამდენიმე ამოცანა პრეცეზიულ გრავიმეტრულ, სეისმომეტრულ და ფოტომეტრულ გაზომვებში. წარმოდგენილია ასეთი გამაძლიერებლის ნიმუშის ტესტირების შედეგები.