ავტორიზაცია
სტიქიური პროცესები და ეკომიგრაციები
ავტორი: თათია ჩიქოვანისაკვანძო სიტყვები: ეკომიგრანტი, მეწყერი, წყალდიდობა
ანოტაცია:
ბუნებრივი კატასტროფები ყოველთვის იყო გლობალური ეკოდინამიკის ერთ-ერთი ელემენტი. სტიქიური უბედურებები და სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმები წარსულში ძირითადად გარემოს ბუნებრივ განვითარებაში ადამიანის ჩაურევლად ხდებოდა. მე-19 საუკუნიდან აღიშნული პროცესებზე სულ უფრო საგრძნობი ხდება ანთროპოგენული ფაქტორის ზეგავლენა. მე- 20 საუკუნეში ადამიანის მიერ ტრანსფორმირებულ ბუნებრივ გარემოში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად, სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა რომლებიც იძულებულნი არიან, საცხოვრებელი გარემოს მკვეთრი გაუარესების გამო სხვა ადგილას გადასახლდნენ. დღესდღეობით ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რამდენი ადამიანია იძულებული შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი გარემოს გაუარესების გამო. ბუნების სტიქიური პროცესების მრავალფეროვნების თვალსაზრისით, საქართველო დედამიწის მთიან მხარეთა ურთულეს რეგიონს განეკუთვნება. გეოეკოლოგიური მდგომარეობა საქართველოში უაღრესად გართულებულია, სავარაუდო სტიქიური უბედურების არეალში მოქცეულია საგრძნობი ტერიტორია – შავი ზღვის სანაპიროდან, მაღალმთიანი რეგიონების ჩათვლით. ღვარცოფები, მეწყრული და ეროზიული მოვლენები, წყალდიდობები, ზვავები უარყოფით ზეგავლენას ახდენენ სოციალურ-ეკონომიკურ, დემოგრაფიულ სიტუაციაზე. ეკოლოგიური და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული მიგრაციის კომპლექსურ საკითხზე სათანადო რეაგირებისთვის გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო. ცნობიერება და ცოდნა იმისა, თუ როგორ გავუმკლავდეთ ეკომიგრაციით გამოწვეულ რთულ შედეგებს არასაკმარისია.მოსახლეობის მიგრაცია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შედეგად არ არის ახალი მოვლენა, თუმცა უკანასკნელ წლებში მსოფლიოში შეიმჩნევა დიდი რაოდენობით მოსახლეობის გადაადგილება ისეთი მიზეზებით როგორიცაა - გარემომცველი გარემოს აღუდგენადი განადგურება, რესურსების ამოწურვა და მოსახლეობის მატება. -საქართველოში ბუნების სტიქიური მოვლენების განვითარებას ადგილი ჰქონდა ადრეულ ეტაპზეც, მაგრამ გარემოზე მათი უარყოფითი ზემოქმედება შეზღუდული იყო.
მიმაგრებული ფაილები:
სტიქიური პროცესები და ეკომიგრაციები [ka]Natural processes and Eco-migrations [en]