ka | en
Company Slogan TODO

ექსტრემალურ პირობებში ოპერატორის რეაქციის დროის და ოპერაციის შესრულების სიზუსტის გამზომი ტრენაჟორი

ავტორი: პავლე წოწკოლაური
საკვანძო სიტყვები: რეაქციის დრო, ოპერაციის შესრულება
ანოტაცია:

მოხსენების მიზანია მსმენელს წარუდგინოს მეხუთე ყოველწლიურ საფაკულტეტო კონფერენციაზე წარდგენილი პროექტის „ექსტრემალურ პირობებში ოპერატორის რეაქციის დროის და ოპერაციის შესრულების სიზუსტის გამზომი ტრენაჟორის პროექტირება“ შედეგი. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ტრენაჟორი, რომელიც შედგება ორ ბლოკისაგან: - პირველი ბლოკი განსაზღვრავს ცდისპირის აკუსტიკურ, ან სხვა სტიმულზე რეაქციის და ოპერაციის შესრულების დროს, ოპერაცია სრულდება დამიზნებით და სამიზნისაკენ ლაზერის სხივის გაშვებით. - მეორე ბლოკი შედგება ოთხი ოპტიკურ-ელექტრონული არხისაგან. არხები ფოკუსირებულია კონცენტრული სამიზნის სხვადასხვა ზონებზე და ელექტრულ სიგნალებს იძლევიან ლაზერის სხივის ამ ზონებში მოხვედრისას. შედეგი განისაზღვრება ლოგიკური ანალიზატორით. სისტემა მიერთებულია პერსონალურ კომპიუტერთან შედეგების ვიზუალიზაციისთვის და მათემატიკური დამუშავებისთვის. სისტემა მომზადებულია საექსპლუატაციო გამოცდისათვის. ტრენაჟორს შეუძლია მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს სამხედროებს პროფესიული მომზადებაში, სროლაში, ასევე მსროლელ და მოფარიკავე სპორტსმენებს


მიმაგრებული ფაილები:

The goal of report is to represent the result of engineering project “Projection of reaction time and execution accuracy measurement training device”. During this project we created the training devic [en]
ექსტრემალურ პირობებში ოპერატორის რეაქციის დროის და ოპერაციის შესრულების სიზუსტის გამზომი ტრენაჟორი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com